უკან

საზოგადოება

5 იანვარი, 2017 16:15
font-size

ადმინისტრაციის წევრები დავარწმუნეთ, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებას არ გამოიწვევს - ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წვერებს „ზოგადი განათლების კანონში“ შეტანილი ცვლილებების მიმართ კითხვები ჰქონდათ.

როგორც ჯეჯელავამ მედიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, პრეზიდენტის მრჩევლებთან გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მოახერხა ადმინისტრაციის წევრების დარწმუნება იმაში, რომ სკოლების კატეგორიებად დაყოფა არაერთგავაროვანი ხარისხის განათლებას არ გამოიწვევს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები. გვქონდა, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებზე. დეტალურად შევჩერდით სკოლების კატეგორიის საკითხებზე. გამოთქვეს წუხილი, მოსაზრება, რომ შეიძლება ამან მიგვიყვანოს არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებისკენ. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ასე არ მოხდება“,-აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ საუბარია სამი კატეგორიის სკოლის დაყოფაზე.

„პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი - 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები. მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა. მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები, ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი პარლამენტმა 21 დეკემბერს 86 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. კანონში ცვლილებები პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოამზადა.

მონიკა დავლიანიძე

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი