უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივლისი, 2017 13:55
font-size

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

„აფგან მუხთარლის მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მასა და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, დააკვირდნენ შსს-ის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას“, - განაცხადა ნანუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ომბუდსმენმა ამჯერად წერილობით მიმართა პროკურატურას, რომ მუხთარლის საქმის გამოძიება სწორედ ამ უწყებამ აწარმოოს.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს“, - განცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ იმ ვიდეოჩანაწერებზე, სადაც აფგან მუხთარლი იყო დაფიქსირებული. ნანუაშვილის თქმით, ეჭვს ბადებს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება.

სახალხო დამცველის თქმით, მისმა აპარატმა უკვე მიმართა პროკურატურას იმის დასადგენად, ხომ არ იყო ეს ვიდეოჩანაწერი გაყალბებული.

„აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ანა მებურიშვილი

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი