უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
მსოფლიო
ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება.
ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
ცნობისთვის, აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდი ომანის დედაქალაქ მასკატში 6 თებერვალს გაიმართა.
წარმოგიდგენთ ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მთავარ სიახლეებს:
12:38 — არაღჩი ხვდება ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს
ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიედ აბას არაღჩი ხვდება ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდის.
12:28 — ირანული დელეგაცია მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
ირანის დელეგაცია გაემართა მოლაპარაკებებზე აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების ჩასატარებლად.
12:15 — ბაღაი: მოლაპარაკებები რამდენიმე წუთში დაიწყება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე განაცხადა:
„დღეს გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ის გუშინ დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის ომანელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ. მოლაპარაკებები დღეს შუადღისას დაიწყება და ორივე დელეგაცია ჯერ ომანურ მხარეს შეხვდება, რის შემდეგაც ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი განიხილავს შედეგებს. მოლაპარაკებების ერთადერთი თემა ბირთვული საკითხია“.
გუშინ არაღჩიმ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მოლაპარაკებები გამართა. დღეს ამერიკული მხარე გროსისთან მართავს შეხვედრას.
დღეს შუადღეს არაღჩი ასევე მიიღებს მონაწილეობას განიარაღების კონფერენციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეხვედრაში.
საკვანძო სიტყვები:
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
17 თებერვალი, 2026 , 13:35
ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
17 თებერვალი, 2026 , 13:11
მე ირიბად ჩავერთვები ირანთან მოლაპარაკებებში და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - დონალდ ტრამპი
17 თებერვალი, 2026 , 10:29
ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება - დონალდ ტრამპი
13 თებერვალი, 2026 , 10:15
ირანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აშშ-სთან ნებისმიერი შეთანხმება რეგიონულ პარტნიორებთან ნდობის გამაძლიერებელ ნაბიჯებს დაუკავშირდეს, ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია - ჰაკან ფიდანი
12 თებერვალი, 2026 , 17:02
რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს – ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი
12 თებერვალი, 2026 , 15:23



