უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
კომენტარი
თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.
როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უშუალოდ ანძის განათება ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში, ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.
„თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე – ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს.
„კრიტიკულ განცხადებებს კი არ ვაკეთებთ მათი მისამართით, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას ვიცავთ და პასუხს ვცემთ მათ, ვინც არასამართლიანად ეპყრობა საქართველოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, მე არ ვიცი, როდის იყო მათი დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოსაწვევი არ მიმიღია და რომ მივეწვიე მათ, მივიდოდი. რა პრობლემა იქნებოდა?! არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! - ადა მარშანია
16 თებერვალი, 2026 , 17:04
შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე
16 თებერვალი, 2026 , 15:47
ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიაზე: ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში
16 თებერვალი, 2026 , 14:46
„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა? - შალვა პაპუაშვილი
16 თებერვალი, 2026 , 12:26
„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - მარიამ ქვრივიშვილი
16 თებერვალი, 2026 , 10:55
ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია - მარიამ ქვრივიშვილი
16 თებერვალი, 2026 , 10:40



