უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 თებერვალი, 2018 12:30
font-size

აფგან მუხთარლის გამოძიებაში გარკვეული შეფერხებებია, რადგან ქართულ მხარეს მისი დაკითხვის საშუალება არ ეძლევა - სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, თბილისიდან გაუჩინარებული და შემდგომში აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ის აფერხებს, რომ ქართულ მხარეს მისი დაკითხვის საშუალებას არ აძლევენ.

„როგორც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, არის გარკვეული შეფერხებები იმიტომ, რომ დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს და კონკრეტულად ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი საგამოძიებო კუთხით, გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ის შუალედური დასკვნა და ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ის არის მოცემულობა, რაც არის“, -უთხრა კილაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის ბრალდებებს, კილაძემ ისინი მიუღებელი უწოდა.

„ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი პირადად ჩემთვის. ამას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და ალბათ, პოლიტიკური სარჩულიც აქვს. აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, ამიტომ ამაზე სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კი არის“, -თქვა კილაძემ.

როგორც მუხთარლიმ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განუცხადა, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს, ხოლო პროცესს აკონტროლებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესინტერესებზე.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, შემდგომ გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკეს. ბელაქნის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ