უახლესი ამბები
- 26.11.2024 17:58მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით - გიორგი გახარია
- 26.11.2024 17:42სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას - სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი
- 26.11.2024 17:31პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 26.11.2024 17:19განათლების მინისტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა
- 26.11.2024 14:49ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე - ვახტანგ გომელაური
- 26.11.2024 14:00ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ - ბექა ლილუაშვილი
- 26.11.2024 13:29კოლექტიური დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს - სერგეი ლავროვი
- 26.11.2024 13:22მიზანი არის არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას - თინა ბოკუჩავა
- 26.11.2024 13:06საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება
- 26.11.2024 12:33საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა - ლევან იოსელიანი
არქივი
პოლიტიკა
ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ - ბექა ლილუაშვილი
ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილი არიან პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით – პირველებმა, სხვათა შორის – რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა. ამიტომ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა,“– აღნიშნა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტში სიარულზე უარის თქმა და სიების არჩახსნა ხომ არ ნიშნავს ბოიკოტს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ბოიკოტი სხვა ტექნიკური პროცედურაა.
„ბოიკოტი კიდევ სხვა ტექნიკური პროცედურაა, რომელსაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს სხვა, ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური წონის გადაწყვეტილებაა, როდესაც პარლამენტს არ აღიარებ და არ აძლევ ლეგიტიმაციას და არ ხარ პარლამენტში წარმოდგენილი. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ბოიკოტის დაწერაზე ან სხვა რაიმე ფორმით კიდევ პროტესტის დაფიქსირებაზე, ეს ჩვენი არსენალის ნაწილია და ამას როდის და რა ფორმით გავაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.