უკან

კომენტარი

30 ნოემბერი, 2017 14:40
font-size

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კომუნიკეში აღაირებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები - იანოშ ჰერმანი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფებები არის აღიარებული, ასევე პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით.

ამის შესახებ საქართველოში ჰერმანმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც 2017 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგების შეჯამება მოხდა.

„პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი განვიხილეთ. ჩვენ პირველი შეფასება მივეცით ამ ღონისძიებას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევაფასოთ სამიტი პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის სამიტის შედეგები, განსაკუთრებით პრაქტიკულ ჭრილში. ვისაუბრეთ იმ ახალ რესურსებზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს რესურსები.

თუ ამ კომუნიკეს წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ მას ხელს 34 ქვეყანა აწერს. შესაბამისად, მას ეთანხმება ევროკავშირის 28 წევრი და 6 პარტნიორი ქვეყანა. ეს არის კონსენსუსი 34 პარტნიორს შორის. ის მხოლოდ ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავს.

ამ დოკუმენტში აღიარებულია ზოგიერთი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები, მათ შორის საქართველოს მისწრაფება. ასევე ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, ეს დოკუმენტი იყურება წინ, თუ როგორ უნდა მოხდეს ასოცირების შეთანხმების განვითარება. პოლიტიკურად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“,-განმარტა იანოშ ჰერმანმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი