უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ, გარდა იმ რეფორმისა, რომელიც უკვე განვახორციელეთ და რამაც, რეალურად, ქვეყანა გარდაქმნა და წარმოაჩინა, როგორც სამაგალითო დემოკრატია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ მუშაობა ბრიუსელთან, ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო, იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, ძალიან ბევრი, დიდი ნაწილი გადმოსულია ამ დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული რეფორმები და პროცესი გაგრძელდება.
„ეს კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დავასრულეთ, ეს ხომ პროცესია, რეალურად, ყველა სფეროში ასეა, ისე არ არის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთა და გაჩერდეს. ეს არის ცოცხალი პროცესი და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე მოგვიანებით შეფასებას გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი.
გახსოვთ, თუ არ ვცდები, 2007, თუ 2008 წელი იყო, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არ მონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპი, მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ნატოში ინტეგრაცია, ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისევ, შეგახსენებთ, გახსნა ნატოსთან ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი. მე გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.