უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 ოქტომბერი, 2017 10:30
font-size

ახალი გამგებლის/მერის არჩევისას უწყების ყველა სამსახურის ხელმძღვანელისთვის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის შესახებ ნორმა არაკონსტიტუციურად ცნეს

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. -

ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი.

,,საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნილი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით).

კანონი არ ითვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად ყოფილიყო მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი იქნა არჩეული, მთელს საქართველოში კონკურსით შერჩეული გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არ ეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სარჩელი შეტანილი იყო ხაშურის გამგეობის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის, ოლეგ ლაცაბიძის სახელით, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდა.

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ