პოლიტიკა
ახლა ჯობია სხვა ადამიანებს მიეცეს გაქანება- მიხეილ მაჭავარიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიდან მიდის.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, იგი ნაციონლაური მოძრაობის მხარდამჭერად რჩება და საჭიროების შემთხვვაში პარტიას რითაც შეეძლება აუცილებლად დაეხმარება.
„პარლამენტში მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ხალხი შევიდა. ძალიან მაგარი ხალხი შევიდა. მე, ჯობია, ამ მომენტში მოვეხმარო ადამიანებს. როგორც მიშა ვაჭავარიანი ვრჩები ნაციონლაური მოძრაობის მხარდამჭერად და რაშიც შემიძლია დავეხმარები ყველანაირად, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა პოლიტიკაში და დამსვა და მითხრა ახლა საქმეს მიხედეო, აი, ასე ჯობია ახლა სხვა ადამიანებს მიეცეს გაქანება“,-განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ის აღნიშნულ საკითხს პარტიის შიგნით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც განიხილავდა.
„პარტიაში ძალიან ხშირად განმიხილია ეს საკითხი, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ ახლა ასე ჯობია. პოლიტიკა ფეხბურთი კი არ არის, რომ ჩამოკიდე ბუცი და მერე აღარ მოკიდებ ხელს. შეიძლება მერე მოხვიდე, ჩამოხსნა და უკეთესად წაითამაშო იგივე გუნდში“,-განაცხადა მაჭავარიანმა.
მონიკა დავლიანიძე