უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2021 15:55
font-size

ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი

მივესალმები მთელი გულით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ხელი მოაწერს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული, რაც მიმართულია არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებისკენ, – ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერში“ წერს.

ევროდეპუტატი მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიმამაცე და ხელი მოაწერონ დოკუმენტს.

„დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს.
ისტორიამ ბევრ მაგალითზე გვასწავლა, რომ დიდმა პატრიოტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა იციან, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არაპოპულარული მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი მათი ქვეყნისთვის საუკეთესოს მისაღწევად“, – წერს კალიურანდი.

გუშინ „ქართული ოცნებამ“ ხელი მოაწერა ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი