მსოფლიო
ახლა საუბარი არ მიდის მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციაზე ან ექსტრადიციაზე - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე არ მიდის საუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციის ან ექსტრადიციის შესახებ. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა არ მიდის საუბარი დეპორტაციაზე, ახლა არ მიდის საუბარი ექსტრადიციაზე. ახლა მიდის საუბარი დაკითხვაზე, ეჭვზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო. პასუხისმგებლობაც შესაბამისი იქნება“, -თქვა ლუცენკომ.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ, რაც 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
დაკავების შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი მანქანაში ჩასვეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა მოახერხეს მისი შემტვრევა და იქიდან სააკაშვილის გამოყვანა.
ანა მებურიშვილი