უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
ალექსანდრე ელისაშვილი მხარდამჭერებს შტაბში მისვლისკენ მოუწოდებს
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მხარდამჭერებს შტაბში მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ელისაშვილმა Facebook-ში პირად გევრდზე დაწერა, ცესკომ მას 10 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებისთვის არაგონივრული ვადა მისცა.
„გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას - რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია - ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)“,-დაწერა მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ცესკომ მას 10 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად 1-კვირიანი ვადა მისცა.
მონიკა დავლიანიძე