უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 თებერვალი, 2020 16:30
font-size

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველ უცხოელებთან

თბილისი. მედიანიუსი. 29.02.20. საგარეო უწყება განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დღეს კიდევ ერთხელ მიეწოდათ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მგზავრობის მსურველმა პირებმა, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ასევე ზოგადად ვირუსის გავრცელების პირობებში მოგზაურობის დროს.

„24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები და სადაც კონცენტრირებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ეძლევათ ინფორმაცია და საჭირო კონსულტაცია საქართველოში მგზავრობის შესახებ და ასევე, აუცილებელი პრევენციული ზომების თაობაზე.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები გავუზიარეთ ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორული ორგანიზაციების სახით. ასევე, როგორც ცნობილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს შეზღუდვები ფრენებთან და სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კვლავ შეჩერებულია ფრენები ჩინეთთან, ირანთან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შევაჩერეთ. ასევე იტალიაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, ფრენების სიხშირე შეამცირა კომპანია „ვიზეარმა“ და „რაინეარმა“. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ინფორმაციის გაცვლას მათთან, როგორც საქართველოში არსებული ვითარების, ასევე მათ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი