უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 17:05
font-size

ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული - კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი

პოლიციის მთავარ სამმართველოში კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის 3-საათიანი დაკითხვა დასრულდა. გელბახიანის თქმით, მას კითხვები დაუსვეს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით.

„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო“, - განაცხადა გელბახიანმა დაკითხვის შემდეგ.

„ბასიანის“ დამფუძნებლის თქმით, თუ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა კლუბში ნარკოტიკების შეღწევის გამო, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე შემოტანის გამო.

„იმ შემთხვევაში თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა.

იმედი მაქვს, აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის, საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იმავე პასუხისმგებლობას ვკიდებ, რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს“, -თქვა გელბახიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა კაფე „გალერის“ გახსნას, სადაც, „ბასიანის“ მსგავსად, 12 მაისის ღამეს ასევე შევიდა სპეცრაზმი. მან აღნიშნა, რომ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება „ბასიანი“. გელბახიანის ვარაუდით, კლუბი ისჯება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მიმართული აქტიურობის გამო.

„ „გალერი“ არის გახსნილი და „ბასიანი“ კვლავ დახურულია. ეს კიდევ ღიმილის მომგვრელია ჩემთვის. მე გამიჩნდება და გამიმყარდება ეჭვი, რომ თუ „ბასიანის“ გახსნა გადაიდო კიდევ, მას შემდეგ რაც „გალერი“ გახსნილია, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, იქიდან გამომდინარე, რომ „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ამ შემთხვევაში ერთობლივი ძალებით არიან ჩართულები ამ სისტემის წინააღმდეგ და სისტემის გადაცდომის წინააღმდეგ. გამიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამიტომ, ესე ვთქვათ არის გადადებული „ბასიანის“ გახსნა, ამიტომ, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ „ბასიანი“ ისჯება. მე იმედი მაქვს, შსს დროულად მოგვცემს კლუბში შესვლის საშუალებას“, -თქვა გელბახიანმა.

„ბასიანის“ დამფუძნებლის თქმით, შსს არაკოორდინირებულად მუშაობს, რადგან შს მინისტრის მოადგილე და თავად უწყების ხელმძღვანელი კლუბის გახსნის სხვადასხვა დროს ასახელებენ.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი