უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2018 16:30
font-size

ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან და ვიბრძოლებ საქართველოში აბსოლუტური მედიათავისუფლებისთვის - ევროპარლამენტარი „იბერია ტვ“-ზე

ევროპარლამენტარი ანდრეის მამიკინსი ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის აღნიშნულ საკითხს პირდა კონტროლზე აიყვანს.

„უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ მინდა გავიხსენო. როდესაც ლატვიის ადგილობრივ ტელევიზიაში ჟურნალისტი ვიყავი, ბევრი მეგობარი მყავდა „იბერია ტვ“-ში. მახსოვს, რომ მაშინაც არსებობდა სირთულეები, როდესაც წინა მთავრობის დროს „იბერიაში“ შეიჭრნენ, თქვენი სტუდია გაანადგურეს და რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს კიდევაც.

მე დღემდე ეს ძალიან კარგად მახსოვს და დღეს, როცა მიმდინარე ანგარიშს ვამზადებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს - შეიძლება, პოლიტიკოსებს ჟურნალისტები ძალიანაც არ მოგვწონდეს, ეს ჩემს ტყავზე გამოვცადე აქ ევროპარლამენტში, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ მის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მედიის თავისუფლება არავინ არ ხელყოს.

ჟურნალისტები უნდა იყვნენ თავისუფალი და არა პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. ეს დაუშვებელია. და მე, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, პირობას გაძლევთ, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან და ვიბრძოლებ საქართველოში აბსოლუტური მედიათავისუფლებისთვის“, - განაცხადა მამიკინსმა.

პარასკევს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი