უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2017 17:00
font-size

,,ამბასადორ კაჭრეთში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონისძიება იმართება

სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’ გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტი გაეროს ევროპისთვის ეკონომიკური კომისიის ექსპერტების მიერ საგზაო უსაფრთხოების სფეროში კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით არის მომზადებული.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საგზაო უსაფრთხოების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობენ, ასევე, საფინანსო ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია საგზაო უსაფრთხოების შესახებ პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება.

,,ივლისის თვისთვის ჩვენ ველოდებით სრულყოფილ დოკუმენტს, რომელშიც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა გაიწერება. ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა ძალიან ბევრი ინიციატივა. მათ შორის, იგივე უკონტაქტო პატრული, ქულების შემოღება,

ტექდათვალიერების საკითხი. არის ძალიან ბევრი ურთიერთდაკავშირებული, საგანმანათლებლო საკითხები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამიტომ ეს არის კომპლექსური თემა, რომელშიც ყველა უნდა იქნას ჩართული,-‘’განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის კომპლექსურ შესწავლას (ინსტიტუციონალური მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, საავტომობილო ტრანსპორტის მდგომარეობა, კანონმდებლობა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემთა ბაზები და ა.შ.), ანალიზს და საგზაო უსაფრთხოების ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და ღონისძიებების დაგეგმვას.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მოხდა საგზაო უსაფრთხოების თემასთან შეხებაში მყოფი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კომუნიკაცია.

,, მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციას უნდა მოყვეს ერთი მთავარი კრიტერიუმის, ყოველწლიურად ამდენი დაღუპული ადამიანების რაოდენობის არათუ შემცირება, არამედ ჩვენს გზებზე მომხდარი ავარიების განულება. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ,-‘’განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება და მისი განხორციელება ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ექსპერტების მიერ გაკეთდა მოხსენებები გაეროს კანონმდებლობის თაობაზე უსაფრთხო საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებით.

,,საგზაო უსაფთხოების გაუმჯობესებითვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამაში ჩართული უნდა იყოს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა თუ განათლებაზე ბევრია სამუშაო. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხზე მომუშავე ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროსთან ერთად ჩაერთო ამ პროცესში და დღეს აქ იმყოფება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საგზაო უსაფრთხოების დოკუმენტზე, რომლის განხორციელებაც მომავალში მოხდება. რადგან საგზაო უსაფრთხოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,-‘’ განაცხადა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტიმ.

შეხვედრაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუმენტის პროექტის მიმართ მხარეებმა სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. მათი გათვალისწინებით ჩასწორებული დოკუმენტი მომავალში გამოყენების მიზნით საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს წარედგინება.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი