უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
ამერიკასა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს - გიორგი მარგველაშვილი
დღეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს.
„დღეს ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი ისტორიულია დღეა, ჩვენს ურთიერთობებს 25 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამერიკასა და საქართველოს საერთო ფასეულობები აერთიანებს. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, თავისუფალი არჩევანის საშუალებას ჩვენი ხალხისთვის. მზად ვართ, რომ მტკიცედ ვიდგეთ ამ არჩეულ გზაზე. ჩვენ ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს მივაღწიეთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. არ არსებობს ქვეყანა რომელიც დღეს საქართველოს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ დააყენებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე, აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, ყოფილი ელჩები, პარლამენტარები, ექსპერტები.
ნინო ექვთიმიშვილი