უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
- 16.09.2024 12:18მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი
- 16.09.2024 12:04ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
- 16.09.2024 11:50აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე
- 16.09.2024 11:45პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი
არქივი
მსოფლიო
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისი
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის მიერ, მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ეხმაურება. ის ადასტურებს რომ დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზი კანდიდატი იქნება. ჰარისი მადლობას უხდის მოქმედ პრეზიდენტს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის ერთიანობისა და დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ,"- აღნიშნავს ჰარისი.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.