უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 ივლისი, 2024 16:55
font-size

ზელენსკის შევთავაზე ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, თუმცა დაჟინებით არ მითხოვია ჩემი წინადადების მიღება - ვიქტორ ორბანი

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე მას, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა საკუთარ ინიციატივას და მიიღო უკრაინული არგუმენტები.

”მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის გულწრფელი აზრისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით,” - თქვა მან და პირობა დადო, რომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადასცემს იმას, რაც კიევში მოისმინა.

უკრაინული მედია ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს, ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

5 სექტემბერი, 2024 , 18:49

არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

5 სექტემბერი, 2024 , 16:25

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანდრეი სიბიგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას ხმა 258-მა დეპუტატმა მისცა. სიბიგა მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდ

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო, 2024 , 10:43

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.  "ენერგოდარი. ნიკოპოლიდან დაფიქსირდა, რომ რუსმა

საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

12 აგვისტო, 2024 , 09:15

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი

ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

31 ივლისი, 2024 , 13:14

ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალუ

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

26 ივლისი, 2024 , 11:36

გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში პირადად მონაწილეობდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა. 2016 წლიდან კობილაში საჰაერო კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი