უკან

მსოფლიო

2 ივლისი, 2024 16:55
font-size

ზელენსკის შევთავაზე ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, თუმცა დაჟინებით არ მითხოვია ჩემი წინადადების მიღება - ვიქტორ ორბანი

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე მას, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა საკუთარ ინიციატივას და მიიღო უკრაინული არგუმენტები.

”მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის გულწრფელი აზრისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით,” - თქვა მან და პირობა დადო, რომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს გადასცემს იმას, რაც კიევში მოისმინა.

უკრაინული მედია ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს, ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი

9 თებერვალი, 2025 , 13:28

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომზე. მისი თქმით, რუსეთის ლიდერს „სურს, რომ ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ“. ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ 2022 წ

USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი

9 თებერვალი, 2025 , 13:00

„USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, სა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოური გავლენის“ კანონის ცვლილებაზე უარის გამო - ევროპის საბჭო

8 თებერვალი, 2025 , 09:48

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის“  კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ”3 თ

ალბათ შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთანაც ვისაუბრებ - დონალდ ტრამპი

8 თებერვალი, 2025 , 09:21

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ ის ალბათ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მომდევნო კვირას და მიანიშნა საუბარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. „ალბათ შევხვდები პრეზიდენტ ზ

ბრძოლის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი ისრაელის მიერ შეერთებულ შტატებს გადაეცემა - დონალდ ტრამპი

6 თებერვალი, 2025 , 17:29

ბრძოლის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი ისრაელის მიერ შეერთებულ შტატებს გადაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „პალესტინელები, ჩაკ შუმერის მსგავსი ხალხი, რეგიონში უფრო

13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს - რიკარდ იოზვიაკი

5 თებერვალი, 2025 , 14:53

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ 13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. "ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას კე