უკან

საზოგადოება

13 აპრილი, 2021 16:40
font-size

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო.

მისივე თქმით, ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები, მათ შორის თავი აარიდონ ნებისმიერი მიზნით დიდ თავყრილობას.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ასევე ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა, ერთი მხრივ, ისევ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი, მეორე მხრივ კი დაწესდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები. თუმცა, ამავე დროს პინაზე იდება ადამიანთა ჯანმრთელობა. ჩვენ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია, საკოორდინაციო საბჭოს მოუწევს ამის აწონ-დაწონვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აქედან გამოსავალი არის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვა. უნივერსალური ტარება პირბადის, რაც არის პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესები და რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული გვაქვს. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, იმერეთი და სხვა რეგიონი. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონიძიების სათანადოდ დაცვა. ამას ემატება ინტენსიფიკაცია აცრების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი უკიდურესად გამკაცრდეს.

„ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე უკიდურესად უნდა გამკაცრდეს აღსრულება იმ შეზღუდვების, რაც დღეს დაწესებულია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი