უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

31 ოქტომბერი, 2016 15:50
font-size

ამომრჩეველმა არჩევანი ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შიშის ფაქტორის გათვალისწინებითაც გააკეთა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ ხმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნების შიშითაც მისცა.

ამის შესახებ კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ შესაბამისი შინაარსისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამომრჩევლი სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით აკეთებს ყოველთვის თავის არჩევანს. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვადასხვა გარემოება დაედო საფუძვლად, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელეთ და მომდევნო 4 წლისთვის ჩვენ გვქვს ძალიან კონკრეტული გეგმები“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ შემთხევვაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ შიშიც არის გასათვალისწინებელი.

„ამ ფაქტორის მიხედვითაც გააკეთა, რა თქმა უნდა, არჩევანი ამომრჩეველმა. მან კიდევ ერთხელ უთხრა უარი ძალადობას, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ესეც იყო, რა თქმა უნდა ერთ-ერთი საფუძველი ამ არჩევანის“,-აღნიშნა კობახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა გაბრიელ წულაია წერს. „ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩა

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი

22 ოქტომბერი, 2025 , 11:15

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე  ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლა

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:54

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ,

პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სა

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2025 , 13:39

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან - მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან. მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლ

ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

17 ოქტომბერი, 2025 , 13:02

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ