უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 სექტემბერი, 2020 17:10
font-size

ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა შეეზღუდება.

"წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და ეს გაიტანოს, ნებისმიერ პირთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, კოორდინატორი თუ ჩვეულებრივი უბნის ბიჭი, ვისაც დავალებული აქვს ხმების მიტანა. დიდი ხნის წინ მე განვაცხადე ინიციატივა, რომ შეიქმნას პირობა, საშუალება, რომ ჯიხურში ამომრჩეველმა არ შეიტანოს ტელეფონი და ამით შევქმნათ საშუალება, რომ თვითონ ამომრჩეველი გათავისუფლდეს ამ წნეხისგან.

პარლამენტის წარმომადგენლებისგან რეაგირება ნულოვანია. მომავალში, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თვითონ დავწერ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს და იმ იდეებს, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გუნდში. დღეს მე წარვადგენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს საშუალება საარჩევნო ჯიხურში შეიტანოს ტელეფონი",- აღნიშნა ანა დოლიძემ.

წერილი საქართველოს პარლამენტს უკვე ჩაბარდა, თუმცა დამოუკიდებელ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აქვს იმედი, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ამ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რადგან მათთვის ხალხის პრობლემები მნიშვნელოვანი არ არის.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი