უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ოქტომბერი, 2020 15:25
font-size

ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით მიმართა. დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, უცხო პირები აწარმოებენ თვალთვალს და ფოტო/ვიდეო გადაღებას, რაც იწვევს შიშს შეკრებილ მოქალაქეებში.

„ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება. მე დღეს აქ მაქვს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“. მე მოვითხოვ, რომ ადევნების მუხლით გამოვლინდნენ ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, დაისაჯონ მათი ორგანიზატორები, მე კი დაზარალებულად მცნონ. უნდა იმუშავოს ამ ორგანომ და გამოავლინოს ყველა ის „ასინეთა“, ვინც 30 ვერცხლად ყიდის საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. თითოეული მათგანის დასახელებას ვაპირებ. ყველა სამეზობლომ უნდა იცოდეს, თუ ვინ მუშაობს საკუთარი თანამოქალაქეების ჩაშვებაზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზარალებულად ცნობას და სსკ-ის 151-ე მუხლით სს საქმის აღძვრას მოითხოვს, რაც ადევნების ნიშნით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ამასთან, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა წერეთლის 105-ში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც თბილისის პოლიციის მთავარ სამმსართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, მოსახლეობასთან შეხვედრისას მას და გუნდის წარმომადგენლებს უცხო პირები თავს დაესხნენ და საარჩევნო კამპანია ჩაუშალეს.

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი