პოლიტიკა
ანა დოლიძის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ - მამუკა მდინარაძე
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას. დოლიძის მტკიცებით, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები“ სასამართლო ხელისუფლებაში კონტროლისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დოლიძე, სავარაუდოდ, თავისი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად იქცევა.
„ბუნებრივია, პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მმართველი გუნდი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა და შეგვიძლია, ვითარება მხოლოდ ზოგადად შევაფასოთ. გარკვეული კამათები არის, რაც სასამართლოში უნდა დარჩეს. სასამართლო დამოუკიდებელია და თავისი საქმიანობა უნდა განაგრძოს. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ, მეტად უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სასამართლო უნდა მივიღოთ“, -თქვა მდინარაძემ.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა პრეზიდენტს ასეთი „აფეთქებები“ სასამართლო სისტემაში, მდინარაძემ უპასუხა, რომ ამას არ გამორიცხავს.
„აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს დაგიდასტუროთ. იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში და დოლიძის განცხადებებში საარჩევნო კამპანიის მიზნებს ვერ დავინახავდი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ პოლიტიკური მიზნების შესაბამისი რეალიზება მოხდეს. ეს პოლიტიკური მიზნები თავის სასარგებლოდ არის“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

