უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2023 12:14
font-size

ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში აინიცირებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევა შეიძლება იყოს მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მიღება და მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენები.

„კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტექნიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით. როგორც ისინი განმარტავენ, დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ასევე, ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ინიციატორებისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მომზადებამდე ინიციატორებმა შეისწავლეს დღეს არსებული რეგულაციების აღსრულების მდგომარეობა, მათ შორის არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის საკითხი, ხოლო პრაქტიკაზე დაკვირვებამ და ოფიციალური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება. ინიციატორების თქმით, მათ ასევე კონსულტაციები გაიარეს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატები განმარტავენ, კანონპროექტს საფუძვლად ასევე დაედო პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.

„რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!“ – გიორგი გახარიას გუნდი კახა კალაძეს საკრებულოში იბარებს

9 ივნისი, 2023 , 16:58

პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მ

შალვა პაპუაშვილი ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ლორანს ბონს შეხვდა

9 ივნისი, 2023 , 11:50

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლორანს ბონს შეხვდა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე

ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

9 ივნისი, 2023 , 11:32

ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ნდობის ჯგუფს მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარუდგინა. „დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

8 ივნისი, 2023 , 17:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვილი ბრანდტი

ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ - მარინა კალიურანდი

8 ივნისი, 2023 , 17:03

როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები ევროპარლამენტის წევრების მიმართ, ეს ციდან არ მოგვაქვს, არის კონკრეტული განცხადებები თქვენი ლიდერშიპისგან, რომელსაც ვიღებთ აქ, ბრიუსელში, – ამის შესა

დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო - მარინა კალიურანდი

8 ივნისი, 2023 , 14:21

ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი