უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 აპრილი, 2020 18:42
font-size

ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, შემუშავდა საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც მათთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის ბავშვებს, როგორი სასიამოვნო და სასარგებლო შედეგები მოჰყვება დაზოგვას და რატომა არის საჭირო, რომ ყველაფერი ერთბაშად არ დაიხარჯოს.

ანიმაციური ვიდეო USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში შექმნილი კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილე "სტუდია ველოსიპედი" - ის მიერ მომზადდა.

"მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბოლო წლებია ეროვნული ბანკი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფინანსური განათლების საკითხების სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა საგანმანათლებლო აქტივობები იწყება პატარა ასაკიდანვე. აღნიშნული ანიმაცია განკუთვნილია 6 წლამდე ბავშვებისათვის და პატარებს მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის დახმარებით აწვდის ინფორმაციას დაზოგვის სიკეთეებთან დაკავშირებით. პროექტის იდეა დაიბადა და, შემდეგ უკვე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ვფიქრობთ, რომ ანიმაციის ახლა, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის ახალ გამოწვევასთან ბრძოლის რთულ ეტაპზე წარდგენა, ბავშვებს ამ დროებითი სირთულეებით გამოწვეულ დისკომფორტს შეუმსუბუქებს და ყოველდღიურ ყოფას ოდნავ გაუხალისებს. გვსურს, ამ პატარა ვიდეორგოლით არა მხოლოდ ერთგვარი საძირკველი ჩავუყაროთ ბავშვების ფინანსურ განათლებას, არამედ მცირედი პოზიტივიც შევიტანოთ დაძაბულ ყოველდღიურობაში", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

#დარჩიშინ და გაიგე თუ რატომ არის დაზოგვა მნიშვნელოვანი.

NS

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი