უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2017 12:40
font-size

არ არსებობს აქტი, რომელიც გვავალდებულებს, რომ სხვა ქვეყნისთვის შეგვეტყობინებინა ცერცვაძის შესახებ - ზაქარია ქუცნაშვილი

არ არსებობს აქტი, რომელიც საქართველოს სხვა ქვეყნისთვის გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის გადაცემას დაავალდებულებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა,

„საქართველოს ხელისუფლება არ დევნიდა ამ პიროვნებას. აბსურდი გადაიზარდა იმაში, რომ წითელ ცირკულარში იყო და რატომ არ გავაგებინეთ. პირდაპირ გეუბნებით, არ არსებობს აქტი, რომელიც გვავალდებულებს, რომ შეგვეტყობინებინა ცერცვაძის შესახებ სხვა ქვეყნისთვის. ესაა თითიდან გამოწოვილი პრობლემა იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეები გვიძახოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მის ნათქვამს, გია ცერცვაძის დაკავების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

„ახალი წლის დაწყება დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ 4 ნაწილად დაშლით. მიუხედავად იმისა, რომ დაიშალნენ, აგრძელებენ მიზანმიმართული დემაგოგიის გავრცელებას ყველა კუთხით. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს ის, რაც საერთოდ არ ეხება და არ შედის ხელისუფლების კომპეტენციაში. იგივე ცერცვაძის თემის ირგვლივ მოხდა მათ მიერ ჩემი ნათქვამის დამახინჯება. სამჯერ დადევნებული ჟურნალისტი მეკითხება, ვიცნობ თუ არა ცერცვაძის ქეისს, და ვპასუხობ, რომ არ ვიცნობ. მაინც მაცივდება, რომ ვუპასუხო, ამ დროს კი პასუხი სულ სხვა კონტექსტში გავეცი, თუმცა რა ინტერპრეტაციით გავიდა, ყველამ კარგად ნახა. ეს იყო ფაქტების გამყალბებელი ჟურნალისტი. ვეუბნები, არ ვიცნობ ფაქტებს და მთხოვს მის შეფასებას. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია. მე ზოგადად ვახსენე, რომ მკვლელს ეროვნება არ აქვს და არა ცერცვაძის შემთხვევაში, რაზეც განვუმარტე, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გავაკეთებდი. როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობას პასუხი მოსთხოვო უკრაინის მთავრობის ქმედებაზე“,– განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 იანვარს 48 წლის გია ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს. 17 იანვარს კიევის სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცერცვაძეს ინტერპოლი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ეძებდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, ცერცვაძის შესახებ მონაცემები რუსეთმა საქართველოსგან მიიღო.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი