უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
არ გამიკვირდება, თუ უკრაინის მთავრობა ФСБ-ის გენერლად ან პუტინის მეგობრად გამომაცხადებს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა მის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს. ამის შესახებ მან „24 канал“-ს განუცხადა.
„ისინი [უკრაინის მთავრობა] რაღაც პროვოკაციებს ამზადებენ. არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში აგენტად ან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად და უკრაინის არეულობის გამომწვევ გეგმად გამომაცხადებენ“, - თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის ცნობით, უკრაინის მთავრობამ უკვე მისცა დავალება იუსტიციის სამინისტროს, შეისწავლოს მისი საქართველოში ექსტრადირების პროცედურა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, ეს უკრაინის მთავრობას არ დაეხმარება, რადგან სააკაშვილს საკმარისი მხარდაჭერა აქვს უკრაინასა და საქართველოში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე პოლონეთის მთავრობაზე ზეწოლას ახორციელებს მის გამო.
სააკაშვილმა მიმართა მთავრობას, დაუშვას მისი მისვლა უკრაინის სასამართლოში.
„მგონი, უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მომეცეს საშუალება, ექსცესებისა და პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში. უბრალოდ იურიდიული საქმეები გავაკეთო, დავიცვა საკუთარი თავი, ასევე შევქმნა პრეცედენტი, რომ შესაძლებელია პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრება და მოგებაც, თუკი მართალი ხარ“, -თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის მიზეზად მოქალაქეობის მისაღებად შევსებულ დოკუმენტებში შეტანილი არასწორი ინფორმაცია სახელდება.
სააკაშვილმა დააანონსა, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

