უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2017 18:15
font-size

არ გამოვრიცხავ „გირჩის“ ბრალდების უკან გარკვეული ძალების მიერ ჩვენი ცენტრის პრივატიზების სურვილი იდგეს - ლაშა კილაძე

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ბრალდება მისი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა სოფრომაძის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ იყოს განპირობებული კონკრეტული კომპანიების მიერ მისი ცენტრის პრივატიზების სურვილით.

ლაშა კილაძის განცხადებით, ბრალდების უკან შესაძლოა იმალებოდეს მეტადონის მიწოდების სერვისის „ხელში ჩაგდების“ მცდელობა.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის კონკრეტული ლობისტური მიმართულება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებულები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პრივატიზებითა და უფრო იაფად მისი ხელში ჩაგდებით, ვიდრე ჩვენი ცენტრის რეალური ფასია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას, არა ჩვენი ცენტრის, არამედ მეტადონის მიწოდების სერვისისა და ნარკოტიკების მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურს“,- განაცხადა კილაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ცენტრის დირექტორის თქმით, კერძო კომპანიების მხრიდან იყო შემოთავაზებები, რომ შეესყიდათ აღნიშნული შპს.

„შემოთავაზება იყო უამრავი, მაგრამ კულუარულად. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გარკვეული ჯგუფები იღვწოდნენ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაგრამ ის ბიზნესგეგმა და ის ბექგრაუნდი, რაც ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ, ჩემთვის პირადად არის აბსოლუტურად გაურკვეველი. მე, როგორც ექიმი, მენეჯერი და მოქალაქე ვთვლი, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს რომელიმე კერძო ორგანიზაციის ბიზნესის წყარო. ეს არის უზნეობა“, - თქვა კილაძემ.

კილაძემ მიმართა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. მისი აზრით, დაირღვა საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

„ჩვენ უკვე მივმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს „გირჩის“ ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებების შესახებ, რომელიც ლახავს ჩვენი თანამშრომლების პიროვნულ ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. ჩვენი აზრით, აქ ერთმნიშვნელოვნად დაირღვა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ჩვენი მოსაზრებები მივაწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს და ველოდებით კონკრეტულ რეაგირებას, რადგან ძალიან უხეში და ვულგარული ფორმით გაჟღერდა, რომ თანამშრომელთა ნაწილი არის „გამოგდებული“ თავისი ძველი სამსახურიდან [ ჯანდაცვისა და შს სამინისტროდან]. ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველა ეს გამონათქვამი არის უტიფარი ტყუილი და ამ ბრიფინგის ავტორებს მალე კანონის დაცვით მოუწევთ ამის უარყოფა და ბოდიშის მოხდა“, - განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება „გირჩის“ ბრალდებას, რომ ცენტრი თავის კერძო ქვეკონტრაქტორზე 3.3.-ჯერ მეტ დაფინასებას იღებს, კილაძე პასუხობს, რომ საკითხით დაინტერესებულ უწყებებს შეუძლიათ შეამოწმოს ცენტრის ფინანსური მდგომარეობა.

„ნებისმიერ სამართალდამცავ თუ მაკონტროლებელ სტრუქტურას მარტივად შეუძლია გამოიძიოს და დადოს ნათელი სურათი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება და სად მიდის საბიუჯეტო თანხები, რა მოცულობის სერვისს იღებენ ბენეფიციარები და ა.შ.“, - თქვა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ზაზა სოფრომაძე და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლაშა კილაძე შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

„გირჩის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნარკომანიის სამკურნალოდ გამოყოფილი 7 მილიონი ლარიდან 4.5 მილიონი ლარი მიდის ოპიოიდურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული პაციენტების ჩანაცვლებით თერაპიაზე. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ტენდერს მთლიანი მომსახურების შესყიდვაზე, რომელსაც, „გირჩის“ თქმით, კილაძის კომპანია იგებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ 3,3-ზე მეტ თანხას ხარჯავს პაციენტებზე, ვიდრე ქვეკონტრაქტორი კომპანია.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, ლაშა კილაძე და ცენტრის ფინანსური დირექტორი სპარტაკ ბუკია წინასწარ უთანხმებენ ტენდერის პირობებს სოციალური მომსახურების მინისტრ ზაზა სოფრომაძეს.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი