უკან
პოლიტიკა
3 ნოემბერი, 2017 10:20
არ გამოვრიცხავ, რომ ვანო მერაბიშვილი უკრაინაში სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდეს - ელისო კილაძე
„მე არ გამოვრიცხავ, რომ ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდეს უკრაინაში სააკაშვილის გვერდით“, - ამის შესახებ ტელეკომპანია” იბერიას” ეთერში „ქრონიკა + “-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა.
როგორც მას წყარომ აცნობა, არაა გამორიცხული, რომ ციხიდან ვადამდე გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკაც დატოვოს და საქართველოც, ხოლო საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდეს.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და მან საპატიმრო, შესაძლოა, წლის ბოლომდე დატოვოს.
ინფორმაცია უარყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.
ანა მებურიშვილი