პოლიტიკა
არ ვფიქრობ, რომ ბესელიას ჯგუფი მოიგებს ამ ბრძოლას - გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირება, შესაძლოა, უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლით დასრულდეს.
მისივე თქმით, ცხადია, რომ მმართველ გუნდში არსებული ჯგუფები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. წერეთლის ვარაუდით, ბრძოლაში ეკა ბესელიას გუნდი წააგებს.
„ძალიან მძაფრია დაპირისპირება, ჩვენ ვნახეთ,რომ დათმობას არავინ არ აპირებს და ასე მარტივად შერიგებით არ დასრულდება. დავინახავთ რამდენიმე ადამიანს, ჩემი აზრით,რომელიც ხელისუფლების გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. როგორც დღეს ჩანს ამ კონფიგურაციით, ის გუნდი, რომელიც უპირისპირდება ბესელიას, არის უფრო ძლიერი, არ ვფიქრობ, რომ ამ შედარებით მცირე ჯგუფმა მოიგოს ეს ბრძოლა“,- განაცხადა წერეთელმა.
„ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილმა მოსამართლეთა სიამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ.
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

