უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
არქივი
კომენტარი
არა მგონია, ამ შემთხვევაში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რაიმეს მაჩვენებელი იყოს - გედევან ფოფხაძე
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება არაა საგანგაშო. მისი თქმით, სირია რუსეთის იმ „თითზე ჩამოსათვლელ“ მოკავშირეთა კატეგორიაში შედის, სადაც უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები.
„რუსეთის ფედერაცია არის სირიის მოკავშირე - მათ შორის არის სამხედრო მოკავშირე. ის, თუ რა ხდება სირიაში და რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები, ძალიან ახლობელია რუსეთისათვის. რუსეთი საერთაშორისო სივრცეში სწორედ ისეთ მოკავშირეებს ეძებს, სადაც დიდად არ არის პატივცემული საერთაშორისო ნორმები, ადამიანის უფლებები. ამიტომ არა მგონია, ამაში რაიმე საგანგაშო იყოს. ასადის რეჟიმი არ წარმოადგენს მსოფლიო დიპლომატიისათვის სტანდარტულ სუბიექტს, რომელთანაც შეიძლებოდა საქართველოს ჩვეულებრივ ემუშავა. რუსეთი თავის რესურსს იყენებს და მისი რესურსი ამის იქეთ ვეღარ მიდის - რუსეთს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში ჰყავს რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი მოკავშირე და ერთ-ერთი, რაც მათთან აკავშირებს, არის საერთო ნეგატიური ხედვა ადამიანის უფლებების სტანდარტის კუთხით. არა მგონია, ამ შემთხვევაში სირიის მაგალითი რაიმეს მაჩვენებელი იყოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ წერია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებების ვებგვერდებზე.
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00

