უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2020 18:52
font-size

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს”, – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას სიგარეტის შესაძლო 15 ლარამდე გაძვირებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:

1.არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

2. არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/…

3. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

4. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი).

5. დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.

6. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს მკითხაობის საფუძველზე.

7. მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება.

პ.ს. მწეველები – შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებით ერთობიან – მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ”, – წერს ლაშა ხუციშვილი.

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი