უკან

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2018 13:15
font-size

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი დაღუპულის ცხედრის გადმოსასვენებლად გიორგი გახარიას 48 საათს აძლევს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას 48 საათს აძლევს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხედრის გადმოსასვენებლად. ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზას გადაკეტავს და არცერთ რუსულნომერიან მანქანას არ გაატარებს.

ტატუაშვილის მამის თქმით, მან იცის, როგორ დააკავეს მისი შვილი.

,,ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო, არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია.

ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის“,- განაცხადა ტატუნაშვილმა.

გიორგი ტატუნაშვილის შეფასებით, საოკუპაციო ძალები ცხედრის გადაცემას გამიზნულად აჭიანურებენ.

„ნაწამებია, ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი“, -თქვა დაღუპულის მამამ.

გიორგი ტატუნაშვლის ინფორმაციით, ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გატაცებულ ორ მოქალაქესთან: ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან დაკავშირება.

22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ.

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი