უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2018 21:38
font-size

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოასვენეს.

ერგნეთის საგუშაგოსთან ცხედრის ჩამოსვენებას გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და ასევე, მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ჩამოასვენეს. ის ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყო დაკავებული, რა დროსაც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ამ დრომდე მისი ჩამოსვენების შეფერხების მიზეზად ოსური მხარე ცხედრისთვის რუსული ექსპერტიზის ჩატარებას ასახელებდა. ოსური მედიის ინფორმაციით, რუსული ექსპერტიზის შედეგით ტატუნაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. ამჯერად ცხედარს ექსპერტიზა თბილისში, ლევან სამსახაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.

“ჩემი ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სრული გამოკვლევა დღეს ღამითვე მოხდება და ცხედარს ოჯახში გამთენიისას გადაასვენებენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება და ოჯახის გადაწყვეტილებით, დაკრძალვა შაბათ დღეს იქნება”, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

“არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26–დღიანი მძიმე მოლოდინის შემდეგ გადმოეცა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის დათვალიერება მოხდება. გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა რამდენად იქნება შესაძლებელი, ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან გარდაცვალებიდან, თითქმის, ერთი თვე გავიდა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის, საქართველოსა თუ მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ როგორი დასკვნაც არ უნდა დაიდოს, საქართველოს საზოგადოების ვერც ერთი წევრი ვერ დარწმუნდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

“ის სრულიად ჯანმრთელი, ფიზიკურად უძლიერესი პიროვნება იყო და გამორიცხულია, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა, ან სხვა რამე მცირე დაზიანება გამხდარიყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას მაინც უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერზე საუბარი მერე უფრო ადვილი იქნება“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი