უკან
მსოფლიო
17 ნოემბერი, 2018 13:00
არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს
არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სიღრმეში იპოვეს.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ნოემბერში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა.
15 ნოემებრს „სან-ხუანის“ მეზღვაურების ახლობლებმა ნავის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე ეკიპაჟის წევრთა ხსოვნის აქცია გამართეს.