უკან
პოლიტიკა
10 იანვარი, 2017 13:45
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ისინი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებას სწორედ 12 იანვარს გეგმავენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგი ახალ ოფისს ეძებს.
ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები მოიაზრებიან, რომლებიც 20 იანვარს 7 ათას დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.