უკან
არქივი
კომენტარი
5 სექტემბერი, 2017 17:54
ართანას მთაზე ფაქტობრივად გვაქვს ხანძრის ლოკალიზება - გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ართანას მთაზე გაჩენილი ხანძარი, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია.
მისი თქმით, რამდენიმე კერის ლოკალიზება უკვე მოხდა.
„ართანას მთაზე იმყოფება დაახლოებით 400-მდე ჩვენი თანამშრომელი, მეხანძრე -მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. აქ ფაქტობრივად გვაქვს ხანძრის ლოკალიზება, რამდენიმე კერის ლოკალიზება უკვე მომხდარია, მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა, რომელშიც ჩართულია როგორც ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე