კომენტარი


არც ერთ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე არ მივიღებთ - ზვიად ძიძიგური
კონსერვატიული პარტიის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საზოგადოებასთან ყველა იმ თემაზე გაიმართება კონსულტაციები, რაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეეხება.
ამის შესახებ ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თითოეული მნიშვნელოვანი საკითხი გახდება ფართო დისკუსიის საგანი. როცა კონსტიტუციურ უმრავლესობაზე საუბრობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს ნებაზე შევცვლიდით რაღაც საკითხებს კონსტიტუციაში, ეს რასაკვირველია, უსაფუძვლო ბრალდებები იყო, რადგან ყველა საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ მოხდება საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე ექნება ის უფლებები, რაც მას დღეს გააჩნია.
„პრეზიდენტი თავისი ვადის ამოწურვამდე იქნება იმ უფლებებით, რაც დღემდე გააჩნდა. სამომავლოდ რა გადაწყდება, ესეც საზოგადოებისა და პარლამენტის შეთანხმების შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური
26 თებერვალი, 2021 , 12:39

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15