არქივი
კომენტარი
ასეთი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით, მით უფრო როცა საქმე ჟურნალისტს ეხება - ვიქტორ დოლიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტის დროულად გამოძიება მნიშვნელოვანია.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო სტრუქტურებმა რაც შეიძლება დროულად უნდა დაუსვან წერტილი სამართალწარმოების პროცესს.
”ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი რამ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით, მით უფრო როცა საქმე ჟურნალისტს ეხება. ამიტომ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება დროულად გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები და საგამოძიებო სტრუქტურები რაც შეიძლება დროულად დაუსვამენ წერტილს სამართალწარმოების პროცესს”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ცნობისათვის: ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

