უკან
არქივი
კომენტარი
3 აგვისტო, 2017 17:42
აშშ და ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ ტოტალიტარული რუსეთი მათთვის არის მიუღებელი - გიორგი ვაშაძე
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა.
,,ამერიკა და ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ ამ ფორმატის რუსეთი, ტოტალიტარული რუსეთი მათთვის არის მიუღებელი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე თანამედროვე სამყაროსთვის.
ტოტალიტარულ რუსეთს მოუწევს დემოკრატიზაცია. ჩვენ ამ პირობებში უნდა ვიყოთ მზად, უნდა გვქონდეს მწყობრი სტრატეგია იმისთვის, რომ საქართველო ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდეს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ნინო ექვთიმიშვილი