უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2016 12:35
font-size

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

მერიკა–საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება; საქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის,–ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ

შეხვედრაზე განაცხადა, _ აცნობეს მედიანიუსს მთავრობის პრესსამსახურიდან.

ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

„ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული,“–აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მასტაბილურებელი ძალის როლს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დაესწრო.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი