უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მარტი, 2025 13:13
font-size

აშშ-ის სენატორებმა „მეგობარი აქტი“ წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა წარადგინეს კანონპროექტი სახელწოდებით "საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის აქტის" (MEGOBARI Act). ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„საქართველოს მეგობრები მსოფლიოს გარშემო გაოგნებულები და შეძრწუნებულები არიან მთავრობის ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის. კანონპროექტი ასევე მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი კი აცხადებს, რომ აშშ-ს არ შეუძლია, ზურგი შეაქციოს მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ წარვადგინო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია, ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, – განაცხადა შაჰინმა.

ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:

  • აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი გადახედვა, მათ შორის, ყველა დახმარების პროგრამის შეფასება;
  • საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის აღიარება ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის;
  • სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ოცნების მთავრობის იმ წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, ვინც კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
  • საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერება თავდაცვის სფეროში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაბრუნდება კონსტიტუციური პრინციპების დაცვაზე;
  • საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსული ოკუპაციის პირობებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც იცავს საქართველოს კონსტიტუციასა და მოსახლეობის უფლებებს ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ.

ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე.

სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი

10 ოქტომბერი, 2025 , 14:49

ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 4 ოქტ

„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:38

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარი აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახ

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე

10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობასა და უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს, როგორ უნდა გაემიჯნოს, როდესაც თავად არის დამფინანსებელი და შემოქმედიც, – ამის შე

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება

10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითა

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა

9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ბიძინა ივანიშვილის Mein Kampf-ი ისეთია, არავის ვუსურვებ დედამიწაზე - რაც მეტ მსხვერპლს დააგროვებს ის ამ ბრძოლაში, მით მაღალ ფასს გადაიხდის! იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება რეპრესიების ხარისხი, შიშებზე გამარჯვ

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე

9 ოქტომბერი, 2025 , 14:21

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიი