სამართალი
აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობები ან გამოსწორდება, ან საბოლოოდ გაწყდება - თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მტკიცებით, სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერის გამო, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს.
„ურთიერთობები აშშ-სთან ძალიან კრიტიკულ ნიშნულზეა. ან ჩვენ გამოვასწორებთ ამ ურთიერთობებს, ან ისინი საბოლოოდ გაწყდება“, -უთხრა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს სტამბულში მიმდინარე თურქულ-აფრიკულ შეხვედრაზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარას სურს კონკრეტული ნაბიჯები აშშ-სგან დაკარგული ნდობის აღსადგენად.
ჩავუშოღლუმ ასევე გააკრიტიკა აშშ-ის ურთიერთობა ქურთულ დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალებთან“.
„აშშ არ ეხება ისლამური სახელწმიფოს მებრძოლეებს სირიაში, რათა გააგრძელოს მუშაობა „სახალხო თავდაცვის ძალებთან“ “, -თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანკარის უკმაყოფილების მიუხედავად, აშშ მხარს უჭერს „სახალხო თავდაცვის ძალებს“, როგორც „საიმედო პარტნიორს“ ისლამურ სახელმწიფოსტან ბრძოლაში.
სიტუაცია ორ ქვეყანას შორის დაიძაბა 20 იანვარს, როცა თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო. თურქეთი ებრძვის ქურთისტანის მუშათა პარტიისა და მის განშტოებებს. სწორედ ერთ-ერთ დასჯგუფებასთან თანამშრომლობს ვაშინგტონი.