უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 13:55
font-size

აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს _ მაიკლ ფლინი

აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს და სათანადოდ აფასებს ქვეყნის სიმტკიცეს და საერთაშორისო ძალისხმევას - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა გენერალმა მაიკლ ფლინმა განაცხადა.

პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველთან შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მედიანიუსს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველს საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას, და წლების განმალობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გაწეულ დახმარებას.

გენერალმა ფლინმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. გენერალმა ფლინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ სიმამაცისა და სიმტკიცისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებს თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ფლინს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების პაკეტი, რაზეც ამერიკული მხრიდან აღინიშნა, რომ რეფორმების აღნიშნული გეგმა ემთხვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. თეთრი სახლის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანთან.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი