უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2019 16:49
font-size

„აშშ-ს მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“ - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მაღალ შეფასებას აძლევს. მინისტრის განცხადებით ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციის სიხშირე ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.

„თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ძალიან მაღალი დონის ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს, არის დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“-განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ყოვლისმომცველად ასახავს ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ და ყოვლისმომცველ დონეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული დოკუმენტი ასახავს და მოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას , დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის“-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შორის, ბოლო 8 თვის განმალობაში, მესამე შეხვედრა გაიმართა, ხოლო მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა ყოვლისმომცველი იყო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელჩ ბოლტონთან ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო საუბარი . თავად ბოლტონი გახლავთ უაღრესად საინტერესო მოსაუბრე. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და თემატიკა, რომელიც განვიხილეთ, მოიცავდა ყველა მიმართულებას. რა თქმა უნდა იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ასევე ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ვისაუბრეთ ასევე შემდგომ ნაბიჯებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. განვიხილეთ ჩვენს გარშემო სამეზობლოში შექმნილი სიტუაცია. ბუნებრივია უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ჩვენს მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო კონკრეტული მიმართულებით ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდოთ, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხირივი ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით,“- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ. მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ეს მკაფიოდ იქნა გაცხადებული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, მან თქვა , რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას. ანუ, ეს იყო პოზიტიურ კონტექსტში დანახული, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც დადებით და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა მან ხაზი. ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პოზიტიურ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. ძალიან პოზიტიურად შეფასდა , ის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იყო მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იცით თქვენ, რომ მიღწეული კონსესუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებაში. პოზიტიურად შეფასდა პირველი, მეორე და მესამე ტალღა და გამოითქვა იმედი, რომ ის გადაწყვეტილებები, კონსენსუსი და ჩართულობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას, არის გარანტი იმისა, რომ მომავალში ამ თვალსაზრისით ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფე კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თანათავმჯდომარეობდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომას, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიმართა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი