პოლიტიკა
აშშ ცხინვალის რეგიონში უკანონო არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას 9 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლას ეხება.
,,ჩვენ ასევე ვგმობთ და არ ვაღიარებთ აფხაზეთში 12 და 26 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს,“- ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი ავრცელებს.
აქვე აღნიშნულია, რომ უკანონო არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე იმართება.
„აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვაშინგტონის პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრულია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია,“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


