უკან

პოლიტიკა

5 დეკემბერი, 2016 18:35
font-size

აუდიტის სამსახურმა პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მიმდინარე შედეგების და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია გამართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამმა 29 212 382 ლარი შეადგინა, ხოლო მათ მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა 39 472 486 ლარით განისაზღვრა. პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა - 19,005,219.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შემდეგ: „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,278,541.67 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,063,514.50 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1,019,650.10 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 686,945.00 ლარი. სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულების ჯამური თანხა 3,158,512.00 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებული ჯამური ხარჯები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 22,212,663.00 ლარი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4,396,452.40 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,391,046.00 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2,524,362.00 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ - 1,694,759.53 ლარი და სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა - 6,253,204.00 ლარი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ 35, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 12, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 42 და „პატრიოტთა ალიანსის“ - 18 შემომწირველი. უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია 40 პირი.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმებულია პოლიტიკური გაერთიანებების - „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი 7 პირი, ჯამური სანქციის - 187 000 ლარის ოდენობით, „პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია პირები 8 000 ლარის ოდენობით, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.

დღესვე, აუდიტის სამსახურმა პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა.

,,პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროსაბჭოს მხარდაჭერით აამოქმედა ახალი ვებსაიტი - www.monitoring.sao.ge, რისი საძიებო სისტემაც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებთ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას. ამასთანავე, სრულდება მუშაობა პარტიების ფინანსური დეკლარაციების ელექტრონული პროგრამის მოსამზადებლად, რომელიც 2017 წლის იანვარში ამოქმედდება და გაამარტივებს როგორც პარტიების მიერ ინფორმაციის დეკლარირების, ასევე წარმოდგენილ ინფორმაციაზე წვდომის პროცესს’’, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი